სოცქსელი

«საქართველო დაიცალა ქართველებისგან»-მუხრან ბურჭულაძე

«ლიბერალ დემოკრატების» ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

«ბრძოლა მესმის პროგრესისთვის და არა პირიქით.

საქართველო დაიცალა ქართველებისგან და ეს ცარიელი თავების დამსახურებაა.
ერთნი ეკონომიკას მტრობენ, მეორენი — იმიგრაციას.

საშიში არა იმიგრანტების რაოდენობა, არამედ ქართველ ემიგრანტთა რიცხვია.
ბუნება (როგორც მამაჩემი იტყოდა) ვერ იტანს სიცარიელეს და თავად ავსებს ცარიელ სივრცეს.

მიგრაციასთან ბრძოლას შიმშილთან ბრძოლა სჯობს, რაზეც არავინ ზრუნავს.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება საარჩევნო სატყუარაა და ის ვნებს ქართულ ეკონომიკას.

გლობალიზაცია ინდივიდის თავისუფლებაზეა დამყარებული, ხოლო თავისუფლება არ სცნობს საზღვრებს.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ გაჭირვებას, უცოდინრობას, უპერსპექტივობას, უსამართლობას და კორუფციას. სახელმწიფო დოვლათი იქნება ჯაჭვი, რომელსაც ვერავინ გაწყვეტს და ქართველებს ძალითაც ვერავინ გაყრის.

ორივე პოლიტიკური გუნდი ახლა «საარჩევნო» შაპიტოთი ერთობა და ისედაც დაბეჩავებულ და ინფორმაციას მოწყვეტილ მოქალაქეს, საარჩევნო ფუჩეჩს ჩრის პირში.

ვინ გადაიხდის გადასახადს თუ ქართველებს გავყრით და მიგრანტსაც კარს ჩავუკეტავთ?
თუ ჭყონია — თოფაძე ივაჭრებენ ერთმანეთში და წალენჯიხელი გაძღება?

არჩევანი ყველამ უნდა გავაკეთოთ — არცერთი მოქალაქე საარჩევნო უბანზე, არცერთი ბიულეტენი პუტინის ურნაში!»-წერს მუხრან ბურჭულაძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ვინც ყველა ბრძოლას გაექცა ჭკუის დარიგებას გვიწყებს…»-სამადაშვილი

«ვიყავი ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ყველა ქისტის ოჯახში,დავწერე სტატია,გამოვაქვეყნე ჩუმად გადაღებული გვამების ფოტოები»-ელისო კილაძე

«რიონის ხეობის პროტესტის რამდენმა მონაწილემ იცის, რომ ჰესი რომც არ აშენდეს…»-ელისო კილაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი