განცხადებები

«საქართველოში 2019 და 2020 წლებში სახელმწიფო პენსია 20-20 ლარით გაიზრდება»-მამუკა ბახტაძე

 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა  ბახტაძემ ქვეყანაში დადგემილ რეფორმებზე ისაუბრა:

«საქართველოს ყველა მოქალაქე ისევ იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისგან. ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.

გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს. გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი, როგორც სტაციონალურ ასევე ამბულატორიული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის., თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება. მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი», — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ეს არის კლასიკური ბოლო ჟამი…»-გიგი უგულავა

“სააკაშვილი არის წარსული… არ მიმაჩნია რომ ეს ადამიანი დღეს არის პოლიტიკოსი»-აკაკი ზოიძე სააკაშვილზე

ნინო ლომჯარიამ ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი