განცხადებები

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელში “წითელი სტატუსის” მქონე 40 ქალაქში კომენდანტი ცხადდება, ქალაქებში თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა შეიზღუდება. ამ ზონაში დაიხურება სკოლები, ბაღები, აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეში.

“მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან: აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი და კირიატ იარიმი” – წერია განცხადებაში.

საელჩო წერს, რომ გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არ შეიძლება სააკაშვილი და ივანიშვილი შევადაროთ ერთმანეთს-მამუკა მდინარაძე

«ქართულმა ოცნებამ»  ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა

roma sajaia

ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა — კრამონი ღარიბაშვილის განცხადებაზე

დატოვე კომენტარი