ფოტო/ვიდეო

საპროტესტო აქცია ისანში — გვიან ღამით ისანში, მოსახლეობამ ბინების დაკანონების მოთხოვნით აქცია გამართა (ვიდეო)

გვიან ღამით ისანში, მოსახლეობამ ბინების დაკანონების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალიც დააკავეს. ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და გამგეობისგან იმ დაპირების შესრულება მოითხოვეს, რომელიც მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს ანუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ფართების დაკანონებას დაპირდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს. აქციის მიმდინარეობისას ადგილზე ამ დროისათვის ისნის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი — ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე იყვნენ, შემდეგ მივიდა გამგეობის წარმომადგენელიც, რომელიც ამბობდა, რომ მოსახლეობასთან მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ბოლო წლებში, დევნილებისა და სოციალურად დაუცველების საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ადგილობრივები.

https://www.facebook.com/TVFormula/videos/559467294852366/

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

“Nli” იმერეთისა და აბაშის გუნდებმა აქციები გამართეს

ტელეწამყვანისა და მოწვეული სტუმრის დაპირისპირება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

რუსთაველის გამზირიდან სხვა სტუმრებთან ერთად ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი (Live)

დატოვე კომენტარი