განცხადებები

საგანგებო ბრიფინგი ფეხბურთის ფედერაციაში- დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

«სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ეს არის საქციელი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კლუბებს, ზოგადად ქართულ ფეხბურთს აზარალებს. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ»,

«არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილი, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნებულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალზე, არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ…

მინდა, იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდნენ.»-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით»-სააკაშვილი

roma sajaia

გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ — უცნობი

«ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ» — ანრი ოხანაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი