განცხადებები

სააკაშვილი არ ჩამოვა საქართველოში-ალეკო ელისაშვილი

როგორ დაარბილა ტონი, ხომ ნახეთ? თავიდან რომ გამოვიდა და მე-18 თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა, თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო. ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება სამარიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა კიდევ საარჩევნოდ რა, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზე ვერ წავა.

მე ველი, რომ იმ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომელზეც ჩვენ თავი არ დავზოგეთ, ნორმალურ არჩევნებს მივიღებთ. ახლა, ვიღაცას მოეწონება შედეგები და ვიღაცას არა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ხოლმე, რატომ არ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვინდა, გვქონდეს.

ვისურვებდი, წესიერად ჩატარდეს არჩევნები, ექსცესების გარეშე და ერთხელ და სამუდამოდ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ვენდოთ ამ არჩევნებს. მაგალითად, არასოდეს ყოფილა, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ყოფილიყო ოპოზიციონერი; არასოდეს ყოფილა, ცესკო-ში წარმოდგენილი ყოფილიყო იმდენი ოპოზიციონერი და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ახლაა წარმოდგენილი და რეალურად, საარჩევნო კოდექსში არასდროს იმდენი ცვლილებები არ გაგვიტარებია, როგორც ახლა გავატარეთ.

ამიტომ, ვისურვებდი, „ოცნებამაც“ ხელი დაიმოკლოს და რაღაც მაიმუნობისთვის ხელი არ გაექცეს და თუ დანარჩენი ოპოზიციაც ისეთ შედეგს ვერ მიიღებს, როგორი შედეგიც შეიძლება, ძალიან გინდოდეს, საარჩევნო კოდექსს ნუ დავაბრალებთ და საკუთარ თავს მოვკითხოთ”

განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თქვენი პოლიტიკა მაპატიეთ მაგრამ მაგრად მკიდია… ზურაბიშვილი ყველაზე პოზიტიური და განათლებულია»-სიჭინავა

Joni Kvaracxelia

«აბა ოთხმეზურო გამოდი და დაიცავი ქოცები და სალომე , ფეხებზე დაგიკიდეს, შენი შვილიშვილის მკვლელი დასეირნობს უკვე ქუჩებში»

Joni Kvaracxelia

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუკაშენკო ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენია

დატოვე კომენტარი