განცხადებებიომი უკრაინაში

როდესაც ბრიტანელები ითვლიან ფულს უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს-ელენა ზელენსკაია

„უკრაინის ომის მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს“, — ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკაიამ განაცხადა.

„მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ფასები, ასევე, გაიზარდა და ეს უკრაინასაც შეეხო. ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ ხურდების დათვლას საბანკო ანგარიშებზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და ვითვლით ჩვენს მსხვერპლს“, – განაცხადა ელენა ზელენსკაიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რა გზავნილი ექნებოდა მას ბრიტანელი ხალხისადმი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე დგას.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენი მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე»-გიორგი გახარია (ვიდეო)

«დედა დავკარგე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. კი არ წავიდა, გაიპარა და შანსიც არ მომცა, გადამერჩინა»

«ვერ გავუძლებთ ვერცერთი, გამოვიფიტებით და დავიხოცებით…»-რას წერს ლევან რატიანი?

roma sajaia

დატოვე კომენტარი