გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები.
“⛈ 20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში), ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
❗️ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.”-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
Loading…
