სხვადასხვა

რა შეემთხვა გვარამიას შვილს და რატომ გამოიძახეს პოლიცია?

«ახლა ჩამოვედი კახეთიდან და ჩემს პროცესზე მივემართები. მაგრამ სტატუსი ამაზე არაა.
ჩემ სანდროს გუშინ მზიურში მოთხოვეს ტელეფონი. სანდრომ, ინგლისურად, ბოდიში მოუხადა და ვერ გათხოვებთო. მიტრიალდა და გააგრძელა გზა სახლისკენ. იმათ, როგორც ჩანს, უცხოელად ჩათვალეს და ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს.
მოვიდა სანდრო სახლში და მან და დედამ ერთად გადაწყვიტეს და პატრულში დარეკეს (მე კახეთში ვიყავი და ახლა ვიგებ ყველაფერს). ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, თავდამსხმელების გარკვევა და მომავალში მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა/ძარცვის პრევენცია იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, იმაში დარწმუნება, რომ ეს ინციდენტი იმით არ იყო გამოწვეული, რომ სანდრო ჩემი შვილია.
პოლიცია მოვიდა სწრაფად. ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.
ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით და მადლობას ვუხდი პოლიციას ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის.»-წერს «მთავარი არხის» გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ილჰამ ალიევმა და პუტინმა ერთობლივი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა-რა მოხდა ქუთაისის ციხეში

Joni Kvaracxelia

საგანგაშო სტატისტიკა! საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით წელიწადში 10 ათასი ადამიანი ავადდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი