განცხადებები

«რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ილუზიაში, რომ თუ კარგად მოვიქცევით, ივანიშვილი დაგვინდობს და კანონიერად იმოქმედებს?!»-ზაზა ბიბილაშვილი

«მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ გააკეთა მორალურად და პრაგმატულად არასწორი არჩევანი. მაგალითად, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კანდიდატს დაუჭირა მხარი. მაშინაც, როცა ხმა არ ამოიღო რუსთავი 2-ის თემაზე.

ყველაზე ბოლოს დღეს, როცა ეროვნული ბანკის მმართველს სამარცხვინო უწოდა და მკაცრად გააკრიტიკა «ოცნების» მინისტრები — ეს უსახელო, უსახური, უმომავლო, კორუმპირებული ჩინოვნიკები — მაგრამ არც კი უხსენებია ივანიშვილი და რუსეთი, რომელიც ამ საქმეზე დავალებებს აძლევს «ჩვენს» მთავრობას.

მერამდენე შანსი უნდა გაიმაზოს? რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ილუზიაში, რომ თუ კარგად მოვიქცევით, ივანიშვილი დაგვინდობს და კანონიერად იმოქმედებს?!

მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, რადგან ძალა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ებრძვის და დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ანადგურებს, რუსული მეთოდებით მოქმედი რუსული ბოროტებაა. ამ ქვეყნისა და მისი ყველა წესიერი მოქალაქის მტერი.

ამ ძალის დამარცხება შეუძლებელია ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევის გარეშე.

ხოდა, გაეშვით ეროვნული ბანკის მართლაც საცოდავ მმართველს და კოლექტიურ ნათიათურნავას მთავრობაში. ეგენი ყველანი ქიბარხალვაშები არიან და მათზე კანონი იზრუნებს, როცა ამის დრო მოვა.

დაინახეთ ის, რაც აშკარაა. აღიარეთ, რომ დღეს ქვეყანას რუსეთი მართავს, ივანიშვილის ხელით.

მხოლოდ აქ და მხოლოდ ამით დაიწყება გარდატეხა.»

ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის ცენტრი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ იქნება „რუსთავი 2“, არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაც, ალბათ, თვე დასჭირდება იმას»-თაკო ჩარკვიანი

«გაუძელით!!»-გოგი წულაიას წერილი ციხიდან

roma sajaia

«მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას»-გიგი უგულავა

დატოვე კომენტარი