განცხადებები

«პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა»

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ტელეკომპანია «ფოქს ნიუსთან» ინტერვიუში  დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

«სამიტზე პრეზიდენტი ტრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო. ვფიქრობ, პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა. რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოსთან და შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში იმის გამო, რომ ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვიყავით. ჩვენ უნდა ვნახოთ რა მოხდება მომავალი თვეების განმავლობაში. სულ მცირე უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელსაც ვაშინგტონი აქამდე აწარმოებდა. ამერიკამ უნდა უთხრას პუტინს, რომ რომ რუსეთისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები და მან თავი უნდა დაანებს მეზობლებს, თუკი ქვეყნის შიგნით არსებული რეჟიმის შენარჩუნება სურს,»-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ნაცმოძრაობის მთავარი ნიშან-თვისება ბოროტებაა-ირაკლი კობახიძე

გაფრთხილება-საქართველოში ამინდი უარესდება

roma sajaia

თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა- დიმიტრი მედვედევი

დატოვე კომენტარი