განცხადება/მიმართვა

პოლონეთი დაეხმარება ფინეთს და შვედეთს რუსული აგრესიის შემთხვევაში

პოლონეთი დახმარებას გაუწევს ფინეთს და შვედეთს, თუ ისინი გახდებიან რუსული აგრესიის ობიექტი ნატოში გაწევრიანების ეტაპზე.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვარშავაში, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (“სტრატეგიული კიდობანის”) კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, – იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.

„მინდა განვმარტო, რომ ნატოში შესვლისას შვედეთზე ან ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება იქნება ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვანი სიგნალი და კრემლის სერიოზული დამარცხება.

Loading…

მსგავსი პოსტები

“მე ყოველთვის ვიქნები ადამიანების თანასწორობის მხარეს – მოედანზე თუ მოედნის გარეთ,”-გურამ კაშია (ვიდეო)

“სამწუხაროა…”-სამადაშვილი “ნაციონალური მოძრაობაზე”

roma sajaia

“უბრალოდ შოკისმომგვრელი ამბავია…”-რამ გააოგნა ნიკა გვარამია?

roma sajaia

დატოვე კომენტარი