სოცქსელი

«ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე…»-ლაშა ბუღაძე ღარიბაშვილზე

მწერალი ლაშა ბუღაძე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

«ვინმე ღარიბაშვილის «დაბრუნება» მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს (ანკი მართლაც ვინაა, განსაკუთრებულ რამეს რომ ნიშნავდეს): ივანიშვილის წასვლას. ასეთ უიღბლო პოლიტიკურ ფრანკენშტაინებს ხომ მაშინ გამოიხმობენ ხოლმე, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან. არაფორმალური მმართველი ახლა ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდა და მისი პოლიტიკური საათის ისრები არა წინ, არამედ უკან მიიწევს, თუმცა რაკი ის ხელისუფლების მფლობელის ჩვეული ისტერიკით ეპოტინება ძალაუფლებას (ოღონდ როგორც გამორჩეულად უნიჭო და უგემოვნო პოლიტ-სუბიექტი — ქართული პოლიტიკური რეალობის სტანდარტებითაც კი), როგორც ჩანს, მანამდე არ გაეცლება ქართულ პოლიტიკურ ველს, სანამ მოგლეჯილი ხეებისგან შეკრული ბირნამის ტყე არ დაიძვრება მისკენ, რადგან დროსთან ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე…»- წერს ლაშა  ბუღაძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ყველა ტელევიზია უნდა შეთანხმდეს…არ ვაჩვენოთ მისი ბოლო წუთები»

roma sajaia

გვარამია «ნაციონალებს»მიმართავს: პოლიტსაბჭოს რამდენი წევრი გამოდის სარალიძის და მაჩალიკაშვილის დასაცავად, ეგ რომ დაგეთვალათ ჯერ?»

,,თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ნიანგი შენი მეგობარია»-გუგავა

დატოვე კომენტარი