რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ისევ დროებით გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურთან. 5-9 აგვისტოს შინ დაბრუნებას შეძლებენ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საზღვრის“ გადაკვეთა შესაძლებელია 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე. აფხაზეთში დაბრუნებულებმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ.
Loading…
