განცხადებებიფოტო/ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი: ,,გენერალი გოგი თათუხაშვილი ტრაგიკული პიროვნებაა. მისი შვილი და «კოდორის 2007» სპეცრაზმელთა ბევრი მონაწილე საქართველოში განადგურდა.’’

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავი 2-ის  გადაცემა ,,კვირის აქცენტებში», ტელევიზიის დირექტორ ნიკა გვარამიასთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

,,…უკაცრავად, ყველა სპეცრაზმელი, ვინც მონაწილეობდა (სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007») რუსული სპეცრაზმის განადგურებაში, რომელიც გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში, ყველა სპეცრაზმელი სათითაოდ გაანადგურეს საქართველოში. გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილი გაანადგურეს. ის სპეცრაზმელი იყო.

გენერალი თათუხაშვილი ნამდვილად ტრაგიკული ფიგურაა. ის სამშობლოდან სტრასბურგშია გადახვეწილი. ჩემთვის სარალიძე არის იგივე თათუხაშვილი, იგივე ნარკოტიკებით დაღუპულთა მშობლების ტკივილი. ეს ხომ გაცილებით მეტია პოლიტიკაზე. მე უკვე გამოვედი პოლიტიკური ქულების წერის ასაკიდან. ეხლა უკვე ის პერიოდია, როდესაც უფიქრდები ცხოვრებას, ადგილს ისტორიაში…

ნიკა გვარამია: -ბატონო მიხეილ,  თქვენ თქვით, რომ გირგვლიანის საქმით ბევრმა ვინმემ ვერაფერი ისწავლა. მინდა გულწრფელად გკითხოთ, თქვენ ისწავლეთ რამე გირგვლიანის საქმით? გააკეთეთ დასკვნები?

მიხეილ სააკაშვილ: -კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ვისწავლე ის, რომ არასოდეს, არანაირი პოლიტიკური ლოგიკა არ უნდა დადგეს  ადამიანურ ტრაგედიაზე მაღლა. უნდა ვისწავლოთ ის, რომ თავისუფალი სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი!

http://rustavi2.ge/ka/video/33264?v=2

 

Mikheil Saakashvili: General Gogi Tatukhashvili is a tragic person. His son and all the  participant of  Special Forces of «Kodori 2007» have been destroyed by the Russian order in Georgia.

The third president of Georgia, Mikheil Saakashvili gave interview to  Rustavi 2 ,TV program «Weekly Accents,» with Nika Gvaramia, director of television:

«Sorry, all the Special Forces participated (Special Operation» Kodori 2007 «) Russian Special Forces In the destruction of western Georgia, all the special forces were destroyed in Georgia.

General Tatukhashvili is really a tragic figure and he has to move to  Strasbourg from  his homeland, and Salar idze is the same Tatukhashvili, as well as the pain of the parents whose children were  killed by drugs. This is much more than politics. I have already come from the age of getting  some political scores. Now it’s the time when you think of life, the place in history…

Nick Gvaramia: — Mikheil, you said that many people did not learn anything from Girgvliani, I sincerely ask you: Did you yourself learn something from Girgvliani’s case?

Mikheil Saakashvili:  — Of course, of course I learned That no political logic should ever be raised above human tragedy. We must learn that free trial is the most important! »

http://rustavi2.ge/en/video/33264?v=2

 

ფიქრია მამარდაშვილი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში»-სალომე ზურაბიშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

Joni Kvaracxelia

«ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში !!!»

roma sajaia

პანდემიის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება — ანგელა მერკელი

დატოვე კომენტარი