განცხადება/მიმართვა

“მე მინდა გთხოვოთ პატიება”-ანიტა რაჭველიშვილმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს პატიება თხოვა

ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა  რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ პატიება თხოვა ოდესღაც რუსეთში წასვლისა და იქ   ნამღერისთვის.

“მე აქ მოსული ვარ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და მე მინდა გთხოვოთ პატიება თქვენ, ერთმანეთს მინდა ვთხოვოთ პატიება. მე მინდა გთხოვოთ პატიება, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე კონცერტზე. იმისთვის, რომ ოდესღაც ვუჭერდი მხარს პარტიას, რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას. იმისთვის, რომ საკმარისად არ ვიბრძვი, იმისთვის, რომ მმართველი პარტია დღეს არ ჩაგრავდეს ყოველ ჩვენთაგანს და არ ღვრიდეს ჩვენი მოქალაქეების სისხლს. მინდა ერთმანეთს ვთხოვოთ პატიება იმისთვის, რომ ერთმანეთი შეგვაძულეს და დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული. ჩაეხუტეთ ერთმანეთს, აპატიეთ ერთმანეთს და უთხარით ერთმანეთს, რომ გიყვართ ერთმანეთი.”-განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა

Loading…

მსგავსი პოსტები

თალაკვაძის თქმით, ყველა, ვინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დადგება, წაგებისთვის არის განწირული

Joni Kvaracxelia

რას განიხილავს წმინდა სინოდი ხვალინდელ შეკრებაზე?

ვფიქრობდი “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი-იაგო ხვიჩია

roma sajaia

დატოვე კომენტარი