სიუჟეტებიფოტო/ვიდეო

ლაზარეს ვიდეორგოლი «მე ვარ აფხაზი!», რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა

1992-1993 წლების ომი არ იყო და არ არის აფხაზთა და ქართველთა კონფლიქტი. ეს იყო და არის რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისთვის. ამ ომში რუსეთმა დაამარცხა საქართველო და დაიპყრო აფხაზეთი. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია და შეუძლებელი რუსეთის არმია წარმოვიდგინოთ სამშვიდობო ძალად. ეს არის დამპყრობელთა ჯარი და მოთხოვნაც შესაბამისი უნდა იყოს: რუსეთის არმიამ, როგორც დამპყრობელმა, დატოვოს საქართველოს ტერიტორია — აფხაზეთი.
უგუნურობის, უდარდელობის, ზერელობის გამო ქართველებს საბედისწერო შეცდომა მოგვივიდა, როცა რუსული პროპაგანდის ანკესს წამოვეგეთ და უცხო ხალხს, აფსუას, აფხაზი შევარქვით და საკუთარი მიწა-წყალი დავუთმეთ. ახლა აფსუა ამით სარგებლობს: ეთნონიმსაც გვართმევს, მიწა-წყალსაც და საკუთარი სახლ-კარიდან გვერეკება. დღეს აფხაზეთიდან გამოდევნილნი არიან აფხაზები. ამიტომ ლოზუნგი უნდა იყოს: დავაბრუნოთ აფხაზეთში აფხაზები! ყველა დოკუმენტიც, სამართ — ნათქვამია ვიდეორგოლში.

პროექტის ხელმძღვანელი: ჯონი კვარაცხელია

პროექტზე მუშაობდნენ: გიგა დარსანია, ლიკა კონჯარია, ონისე ხარბედია, მარი გუდავაძე, რომან საჯაია, ნანა ყალიჩავა და გივი ღვინჯილია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კინოთეატრ ანირანთან დაძაბულობაა (LIVE)

Joni Kvaracxelia

ყველაზე საშიში გზები სკოლისკენ, რომელთა გადალახვა ნებისმიერ ზრდასრულს გაუჭირდებოდა

Joni Kvaracxelia

რატომ იტირა გრიგოლ ვაშაძემ პირდაპირ ეთერში?! (ვიდეო)

დატოვე კომენტარი