განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

ლავროვი: გვაშფოთებს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობილება, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა:

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ“,

„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“,

„გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“-განაცხადა ლავროვმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“პოლიტიკა იყო უპროფესიო ხალხის პროფესია”- მაღრაძე (ვიდეო)

“უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს”-ცესკო

roma sajaia

20 ოქტომბერს შაქშაქეთის საგუშაგოსთან საპროტესტო აქცია დააანონსდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი