ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ რვა კურსანტსა და ერთ ექთანს დაუდგინდა. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.
დღეის მდგომარეობით ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებული 32 პაციენტია, რომელთაგან 27 კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, ერთი სამხედრო მოსამსახურეა და ორი სამედიცინო პერსონალი.
Loading…
