თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა რომ ტაქსით მომსახურების ფასის ზრდა ნორმალურია.
«ჩვენი მიზანია, რომ ტაქსით მგზავრობა იყოს კომფორტული, იყოს კარგი პირობები და ასეთ პირობებში ფასის ზრდა ნორმალურია…
«ტაქსის ტარიფი პრობლემა იყო პირველ დღეებში, ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, თუმცა თუ კიდევ არის გადამეტებული ფასები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დავარეგულიროთ. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი, ქალაქში დაწყებული გვაქვს ამხელა რეფორმა. დარწმუნებული ვარ , ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსების პრობლემაც მოგვარდება»-განაცხადა დედაქალაქის მერმა.
Loading…