სოცქსელი

«იური მეჩითოვი მეზიზღება, ჩემი ქვეყნის მტერია და ყველაფერი, ადამიანის გარდა»-გვარამია

«რუსთავი 2»-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, იური მეჩითოვის განცხადებას 9 აპრილის მოვლენებზე  გამოეხმაურა, რომელიც 10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა.

«იური მეჩითოვი მეზიზღება, ჩემი ქვეყნის მტერია და ყველაფერი, ადამიანის გარდა.

მაგრამ, ყველაზე სამარცხვინო აზრის გამოთქმის საპასუხოდ ძალადობა, კიდევ უფრო მეტად მძულს, ვიდრე მეჩითოვი და ვგმობ ყველანაირ ძალადობას მის წინააღმდეგ.»-წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ იური მეჩითოვის განცხადებას:

«აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს.»-განაცხადა მეჩითოვმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«დაუშვით საშვი და ვნახოთ სამადაშვილს რომელ კუთხეში იპოვიან მიჩექმილს»-ბაკურ სვანიძე

«იურისტებს და გამომძიებლებს მივმართავ თხოვნით»-ზაზა სარალიძე

Joni Kvaracxelia

«გამოვემშვიდობე საქმეს, რომელსაც 40 წელზე მეტი დიდი აზარტითა და ინტერესით ვაკეთებდი»-გელა ჩარკვიანი

დატოვე კომენტარი