covid-19მსოფლიოში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ თითქმის 27 ათასს მიაღწია

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ თითქმის 27 ათასს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 333 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთანავე, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 10 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 199 414 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რაოდენობა 66 624-მდე გაიზარდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ინფექციის ბოლო მონაცემები საქართველოში

ბელარუსი ტელეწამყვანები სამთავრობო არხებს ტოვებენ

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი