სოცქსელი

«ისევ სჯობს შეეგუონ ბედს, ჩაეხსნან ზურაბიშვილს, ნორმალურად ჩაატარონ არჩევნები და ბარგის ჩალაგებაზე იფიქრონ»

ფარულ აუდიჩანაზერებს მირზა სუბელიანის მონაწილეობით, მესამე სექტორი აქტიურად განიხილავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა «აფხაზთა კრების» ლიდერმა, მალხაზ პატარაიამ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

,,პოსტსკრიპტუმში“ წუხელ გასულმა მირზა სუბელიანის ჩანაწერმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა ხელისუფლების მეტად მძიმე სისტემური პრობლემები, რომლებიც ვერ გამოსწორდება თავად ხელისუფლების შეცვლის გარეშე. მართლმასჯულების სისტემაში არსებული უმძიმეს მდგომარეობასთან ერთად, როგორც ჩანს, შიდა კლანური დაპირისპირები უკიდურესადაა გამწვავებული და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ორი ახალი მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ ამ ჩანაწერიდან. პროკურატურასთან არსებობს არაფორმალური სადამსჯელო ბანდა, რომელიც გატაცებებით, ცემით და წამებით სძალავს ჩვენებებს მოწმეებს. გარდა ამისა, ძნელად წარმოსადგენია თავად ჩანაწერის შესრულება ციხეში ადმინისტრაციისა და ზოგადად კლანური ხელშეწყობის გარეშე.

მთლიანად აყირავდა ყველა პოლიტიკური საქმე, რომელთა ფალსიფიკაციის შესახებ ძალიან ბევრი დამაჯერებელი არგუმენტი არსებობდა (მარტო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რად ღირს ვანო მერაბიშვილის საქმეზე), თუმცა ასეთი ძლიერი და შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელი აღიარებები უცნობი იყო. თითქმის ყველა ჩამოთვლილი საქმეში ჩადენილი აღმაშფოთებელი უკანონობები, როგორეც იტყვიან, პოლიტიკურად მოტივირებულია, წინა ხელისუფლების წარმომადგენელებთან და დღევანდელ ოპოზიციასთან ანგარისწორების კამპანიის ნაწილია, ოცნებისა და არაფორმალური მმართველის პოლიტიკური დაკვეთაა. ამაზეც დიდი ხანია ამბობენ, მაგრამ უშუალო მონაწილის და შემსრულებლი მხრიდან ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ცალკე დგას ხარზიანის საქმე, რომლის ,,დალაგებაშიც“ პირდაპი მაფიოზური ინტერესები და ხელწერა ნათლად იკითხება. დალაგება კიდევ, სავარაუდოდ, ჩაფარცხვას ნიშნავს.

არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს ახლა ხელისუფლებამ. ტრადიციული თავისმართლებები ან განცხადებები ,,დაველოდოთ გამოძიებას“ თუ ჯიქური უკუბრალდებები არაფრის მომტანი იქნება. არავინ დაიჯერებს და არვისზე იმოქმედებს. ისევ სჯობს შეეგუონ ბედს, ჩაეხსნან ზურაბიშვილს, ნორმალურად ჩაატარონ არჩევნები და ბარგის ჩალაგებაზე იფიქრონ.

რაც შეეხება თავად მირზა სუბელიანს, აწინდელი დუმილი, თუ მიკიბვ-მოკიბვა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას. გარდა იმისა, რომ ეს მისთვის საფრთხის შემცველია, პირდაპირი გზაა ბედუკაძიზაციიკენ, ანუ საზოგადოებისაგან გარიყვისა და ძალიან სამარცხვინო მომავლისაკენ. აშკარად აჯობებს გადამალული ტერაბაიტების დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ყველაფრის ბოლომდე გულწრფელად აღიარება და დამნაშავეების დასახელება.

P.S. ასე ნუ გავუშინაურდებით არანორმატიულ ლექსიკას ეთერში. ეს სრულებით არ ამძაფრეფს აღქმას, უფრო პირიქით. უკულტურობა არასოდეს, არსად არ იყო და არ არის საზოგადოების მაღალი ინტერესისი საგანი.» — წერს პატარაია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«კალაძე ნაძვის ხე გაყიდე შენი დედა მოვ@#ან! ეპიდემიააა ქალაქში და უმეტესობა დავირუსებულების ბავშვები არიან!

«ამათ რა იციან, ღირსება რა არის…და იქ ხუილოს დდშვც კიდევ ერთხელ!»-ცოტნე გამსახურდია

Joni Kvaracxelia

«განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უნდა გაუქმდეს!»

დატოვე კომენტარი