სოცქსელი

«თუ არ აიცრები კომენდანტის საათს არ გააუქმებენ…»

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

«Შეჭამე თორემ ატაში არ წაგიყვან,

ცხვირი მოიხოცე, ჟღვინტიანს არავინ გემეგობრება,

აჩვენე ბიძიას “პასპორტი”,

აჭამე დეიდას ჭუჭუკა,

ჭამე, თორემ გუდიანი მოვა,

თეფში მოწმინდე, თორემ უშნო ქმარი გეყოლება,

შუბლიდან თმა გადაიწიე, თორემ მაიმუნივით გაიბანჯგვლები,

სუფთა საცვალი ჩაიცვი, ქუჩაში რომ გული წაგივიდეს, არ შევრცხვე,

“მადონა სერვისი” არ გამოიღო, ეს სტუმრებისთვისაა,

პულტებს პარკი არ შემოაცალო, დაიფხაჭნება,

სათვალეს მარკა ეკრას,

თეთრ ნასკში ჩაიტანე “შნუროკი”, ფეხი რომ არ წამოდო,

თუ არ აიცრები კომენდანტის საათს არ გააუქმებენ…

გააგრძელე საქართველოს ისტორია»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჟურნალისტებო დაინტერესდით ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში»

«ეკაიფეთ თქვენზე იდიოტებს»-ნიკა გვარამია მირზა სუბელიანის დაკავებაზე

«სააკაშვილის თამადობით ყველა არის ნაბო@არი»-გიორგი სიგუა სააკაშვილზე და ოპოზიციაზე(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი