სხვადასხვა

«თვითმკვლელობამდე რაკავს 112–ში. ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს»

ტრაგიკულად გარდაცვლილი პირველი არხის ოპერატორის  სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს:

«არც ის იფიქროთ, რომ ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. 40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო… ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო…

ამ ყველაფრის მერე რაკავს 112–ში. ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში თქვენი დედაც ვატირეო… შემდეგ ტელეფონს აერთებს ფოვერბენკში. ალბათ იმისთვის მელე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით. ნამდვილად არ იცოდა. არ შეეძლო ეს თავის ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის, რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ – გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო…» — წერს  ჩოგოვაძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

გოგიჩა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

გურამ ფალავანდიშვილი მთავრობის გადადგომას აანონსებს

სენსაციური მოვლენა! ექვსთვიანი ფრენის შემდეგ NASA-ს ხომალდი მარსზე დაეშვება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი