“პრაიმტაიმის” ინფორმაციით გუშინ გვიან ღამით ქალაქ თელავში, რუსთაველის გამზირზე, 25 წლამდე მარიამ სამადაშვილმა დედა ცივი იარაღით მხარის არეში დაჭრა.
დედამ მარცხენა მხარის არეში დაზიანებები მიიღო და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ შემთხვევას წინ დედა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დააკავა.
loading…