ეკონომიკაპოლიტიკა

ვენესუელა საკუთარი კრიპტოვალუტით გადაიხდის რუსეთის ვალს

“რუსეთიდან შეძენილ ავტონაწილებზე ვენესუელა საკუთარი კრიპტოვალუტით “პეტრო” გადაიხდის,” – სამშაბათს, ბრიფინგზე განაცხადა ვენესუელას საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ხოსე ვიელმა მორემ.

“ეს ეხება საბურავებსა და აკუმლატორებს, აგრეთვე რუსული ავტომობილების ადგილობრივ წარმოებას, რომელსაც ვენესუელა საკუთარი კრიპტოვალუტით “პეტრო” გადაიხდის, რუსეთსა და ვენესუელას წარმომადგენლებს შორის შეთანხმეხმების შედეგად გადაწყდა” – წერს სააგენტო AVN.

ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტა “პეტრო” გამოსცა ა.წ. 20 თებერვალს. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ “პეტრო”-ს გაყიდვის მოცულობამ წინასწარი მონაცემებით 735 აშშ დოლარს მიაღწია  და ის გამყარებულია ნავთობით, ანუ ვენესუელა არის პირველი სახელმწიფო, რომელსაც თავისი კრიპტოვალუტა გამყარებული აქვს საკუთარი ნავთობით.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დონალდ ტრამპის მეორედ პრეზიდენტობის პირველი ნაბიჯები

ქართული ოცნების ცენტრლურ ოფისში დასრულდა პარტიის სხდომა

Joni Kvaracxelia

კანონიერი ქურდები და შეკრებები. უკრაინის რადამ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღო

დატოვე კომენტარი