საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება.
შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა.
„ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მით უმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა.
Loading…
