განცხადებებიპოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება-რომელ პარტიას შეურთდება ყოფილი შს მინისტრი?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.

ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია «იმედთან» დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, — აცხადებს ჩივიაშილი.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი გახარია ჩვენი ნამდვილი ოპოზიცია იქნება — თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე

«ანაკლიის პორტი ჭაობად აქციეს… ამას ჰქვია ნელი სიკვდილი!»-ხაზარაძე

ლუკაშენკოს თქმით მან კორონავირუსი გადაიტანა

დატოვე კომენტარი