განცხადებები

«ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო»-კიტოვანი მასზე განხორციელებულ თავდასხმას სააკაშვილს აბრალებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის» მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ… მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი» -ამბობს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები»- აცხადებს კიტოვანი ასავალ-დასავალთან.

იხილეთ ვიდეო:

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ზურაბიშვილი უვარგისი ადამიანია…მე ვიცი რასაც ვაპირებ»-გიორგი ოთხმეზური (ვიდეო)

დაუშვებელია, სადაც ვენახებს ვახარებთ იქ ვინმემ კანაფი გაახაროს-ანა დოლიძე

«მე პოლიტიკური ვიაგრა არ მჭირდება…»-გრიგოლ ვაშაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი