ოკუპაცია/დევნილებისოცქსელი

“ერთად დგომით უნდა დავახევინოთ მტერს უკან”

ცხადზე უცხადესია, რომ ოკუპაცია ნებისმიერი ფორმით საქართველოს მთავრობას არ ადარდებს.

გუგუტიანთკარში მომხარი ინციდენტის მერე, სადაც 7 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა, ჩვენი მთავარსარდალი აუზში ბანაობდა, ბახტაძე თავდაცვის მინისტრთან ერთად კიდე სხვაგან იყო და მოკლედ ამდენი ახსნა- განმარტებების გარეშეც ფაქტი სახეზეა, საქართველოს მთავრობა არის სირაქლემას პოზაში.

მთავრობის თვალების ცეცებით, თუ როდის მოეგებიან გონს პრობლემა არ მოგვარდება, პირიქით ბევრად უფრო გაუარესდება სიტუაცია, ამიტომაც გარკვეული ზომები მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გამოყონ თანხები, რათა ყველა ადამიანმა ვისაც სურვილი ექნება, შეძლონ ჩავიდნენ მსგავს ეპიცენტრში და სამოქალაქო პროტესტით აღუდგეს წინ რუს ოკუპანტებს. თანხები საჭიროა ძირითადად ტრანსპორტირებისთვის და კვებისთვის, შეიძლება შეიქმნას ფონდიც, სადაც შემოწირულობებით აღმოიფხვრება ეს პრობლემა.

მოკლედ მთავარია ის, რომ მოქალაქეებმა არ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, ერთად დგომით უნდა დავახევინოთ მტერს უკან. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და კვირაში ერთხელ მაინც უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ადგილზე.

ერთი და ორი ადამიანის აქტიურობა დამიჯერეთ არაფერს ნიშნავს. ამიტომაც უნდა გავერთიანდეთ როგორც არასდროს, გავერთიანდეთ სამშბობლოს სიყვარულში.

ძალა ერთობაშია.

ლაშა ჯანჯღავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ვუყურებ თქვენს ბლაგვ სახეს და მჯერა ,რომ მისი გამოკვება დღეში 4 ლარად კიარა,40 ლარადაც შეუძლებელია”-დავით ნემსაძე ქუცნაშვილს მიმართავს

“ხმა სამარიდან—- ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან”-შალვა ნათელაშვილი

“უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას”-სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი