განცხადება/მიმართვამსოფლიოში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბელარუსში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ბელარუსში უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა. ამის შესახებ შარლ მიშელმა საგანგებო ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბელარუსში არის უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარება. ჩვენ გვაქვს ცხადი გზავნილი, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუსის მოსახლეობას. 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ის არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ბელარუსის მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ მომავალი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, მე ლექსიკას მიწუნებს”-მეუფე სტეფანე

roma sajaia

“ვერანაირი პრორუსული პოლიტიკა ვერ იმუშავებს ქართველი მოქალაქეების გონებაზე”-კუპრაძე

roma sajaia

ექსკლუზივი: რატომ გადადგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის პრეზიდენტი?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი