განცხადებები

«ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მელიას ნელსონ მანდელობას»-ელისაშვილი

«გირაო გადახდილია და მელიას ციხიდან გამოუშვებენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით და რაც ერთადერთი ადეკვატური გზა იყო მისი ციხიდან გამოსასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ. სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა. ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შემოკრებილ პატარ-პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ. სინამდვილეში, ეს ფურცელი დასახურია და ევროკავშირის გირაოთი ამდენ ხანს უნდა გამოსულიყო.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა. ამდენი ხნის განმავლობაში ხომ ვამბობდი, რომ ყველას უნდა შემოსვლა, ყველა გზებს ეძებს და ყველა შემოვა-მეთქი. ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი და იქაც ვიცი, ბევრს ერთი სული აქვს, პარლამენტში შემოვიდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რაღაცნაირად სახე შეუნარჩუნონ, რადგან მიხვდნენ, რომ ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია. მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. შესაბამისად, ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა»-განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

«ეს წუთია ციხიდან გამოვედი…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

«გახარია თანამედროვე მსოფლიოში პირველი პრ. მინისტრია, რომელსაც ოფიციალური Facebook გვერდი არა აქვს»-ნიკა მელია

დატოვე კომენტარი