კრიმინალი

დაკავებულია გაუგებარი აქტივისტი

წუხელ ღამე გაურკვეველი მიზეზით აქტივისტთა ჯგუფი შეეცადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრას დედაქალაქის ცენტრში. თუმცა ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ და შეურაცხმყოფელი აქტივისტი პატრულს ჩააბარეს.

თვითონ სამართალდამრღვევი პოლიციას წარუდგა როგორც გიორგი მანჯგალაზე. მანამდე ის ოპოზიციის აქტივისტებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლად “მოევლინა”. მისივე თქმით, ის ერთდოულად თურმე მარტო მართავდა ორ ავტომანქანას და არავინ არ იყო მასთან ერთად იმ დროს როცა პლაკატებს აკრავდა. თუმცა ოპოზიციონერების მიერ ჩაწერილი ვიდეო ლაივი საპირისპიროზე მეტყველებს.

სავარაუდოდ სამართალდამრღვევს ბრალს წარუდგენენ და დააჯარიმებენ სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რაჭაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ანა დოლიძის დედა გაქურდეს

ეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობა — პროკურატურამ მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო

roma sajaia

დატოვე კომენტარი