განცხადება/მიმართვა

“განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება”-ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. განცხადებას ამავე პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ 26 მაისს. წლევანდელი წელიწადი კიდევ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს იმ მიმართებით, რომ ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. კარგად მოგეხსენებათ, რომ განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობასთან მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ” – ანრი ოხანაშვილი

Joni Kvaracxelia

ნიკა მელიას გირაო გადახდილია- ოფიციალური ინფორმაცია ევროკავშირისგან

roma sajaia

“ლელო საქართველოსთვის” ვაჟა ექიმის გათავისუფლებას გამოეხმაურა

დატოვე კომენტარი