მსოფლიოშიპოლიტიკა

ბაიდენმა და ჯონსონმა ხელი მოაწერეს ახალ ატლანტიკურ ქარტიას

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანულ კორნუოლში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ დოკუმენტს, რომელსაც მათ «ახალი ატლანტიკური ქარტია» უწოდეს.
ეს არის გამოძახილი ატლანტიკური ქარტიისა, რომელსაც 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს ხელი მოაწერეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა. ეს დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ — ჰიტლერული გერმანიის მოწინააღმდეგენი, მათ შორის სსრკ, მიზნად ისახავდა ომში გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრას.

«ახალი ატლანტიკური ქარტია» ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ერთგულებას დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების იდეებისადმი. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობაზე, წესებზე დაყრდნობით და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვაზე. შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერენ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ნატო-ს მოკავშირეებს და სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ნატო ალიანსში დარჩება ბირთვულ არსენალების მქონეებთან. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

გერმანია კორონავირუსთან ბრძოლაში

დემონსტრაციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

2 ივლისს «ქართული მარშის» დამფუძნებელი ყრილობა იმართება

დატოვე კომენტარი