პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის  თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა

არსებული ინფორმაციით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ,  აფხაზეთის მთავრობის  თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  რუსლან აბაშიძემ შეცვალა, მის კანდიდატურას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად 5 კანდიდატი განიხილებოდა, მაგრამ მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.

«კანდიდატების განხილვა წინა დღეებშიც მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, დღეს მოხდა შეჯერება ერთ კანდიდატზე და ეს გახლავთ ბატონი რუსლან აბაშიძე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ პრეზიდიუმის სხდომა, როგორც ამას ჩვენი რეგლამენტი ითვალისწინებს. ის აუცილებლად უნდა სარგებლობდეს მმართველი ძალის მხარდაჭერით, სხვანაირად ასეთ მაღალ თანამდებობაზე ადამიანის წარმოდგენა არის შეუძლებელი» — განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გუშინ საქართველოში 36 მოსამართლე დანიშნეს

7 აპრილს ევროზონის ფინანსთა მინისტრების შერხვედრაზე განხილულ იქნება ცალკეული ქვეყნებისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის ზომების შემუშავება

SOVA NEWS: თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა

დატოვე კომენტარი