სხვადასხვა

აუდიტის დასკვნა:აფხაზეთის მთავრობის სამივლინებო ხარჯებმა მხოლოდ 2017 წელს თითქმის 35 ათასი ლარი შეადგინა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა  სამივლინებო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

აფხაზეთის მთავრობის სამივლინებო ხარჯებმა მხოლოდ 2017 წელს თითქმის 35 ათასი ლარი შეადგინა. მივლინებების ძირითადი ნაწილის აუცილებლობა კი დასაბუთებული არ არის.

აღნიშნულ ფაქტს აფხაზეთის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და ამბობს, რომ კონკრეტული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯი, რომელიც 2 ათას ლარზე მეტია ბიუჯეტში დაბრუნდება, ხოლო სხვა ხარჯების არამიზნობრიობას კი კატეგორიულად უარყოფს.

ფაქტქები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ოკუპანტებმა ცნობილი ექიმი გაიტაცეს

„ქიშ, ქიშ წიწილებო“ — ადა მარშანია ჟურნალისტებს (ვიდეო)

17 წლის ბიჭი მტკვარში დამხვრჩალი იპოვეს

დატოვე კომენტარი