როდის მიიღებენ უკრაინას ნატოში?

0
220

ნატო-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში შესვლის საგზაო რუკა განიხილება. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყნების მომავალი სამიტის პერსპექტივების შესახებ, რომელიც ბუქარესტში მომდევნო კვირას გაიმართება. აქ ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით უკრაინაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ივნისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე, სადაც უკრაინის თემა აგრეთვე იქნება განხილული“, – განაცხადა დუდამ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ