“მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისთვის. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ წერტილი დაესვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო დასახელებული სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Loading…
