სხვადასხვა

«The Top Ten»-ის გამოკითხვით საქართველომ უძველეს ცივილიზაციათა სამეული დააგვირგვინა

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ამერიკულმა საიტმა «The Top Ten» ჩაატარა, საქართველო ერთ-ერთია იმ სამთაგან რომელიც უძველეს ცივილიზაციას წარმოადგენენ. ამ გამოკითხვით, საიტის მომხმარებლებსს უნდა გამოევლინა 10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია.
ამავე გამოკითხვაში საქართველოს უძველესი ღვინის ქვეყანა უწოდეს, რომელიც მდიდარია ბუნებით, მეგობრული დამოკიდებულებით და ფოლკლორით. აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ქართული ენა  ერთ-ერთი უძველესია სხვა ენათა შორის, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ.

შეფასებების მიხედვით საქართველოს საბერძნეთი და ეგვიპტე უსწრებს, ხოლო ათეულში კი შევიდნენ: რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკები და სპარტა…

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ევაკუაცია ბათუმის სასტუმროში

ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია აშშ-ში გაეროს რუსეთის წარმომადგენლობასთან (ვიდეო)

ირაკლი კვირიკაძე ვარსკვლავებს შორის ადგილს იმკვიდრებს

დატოვე კომენტარი