The Telegraph (ბრიტანეთი): ადრე თუ გვიან ვლადიმერ პუტინის წარმატებებიც კი დასრულდება

0
1689

ზუსტად 20 წლის წინ, გარკვეულწილად დახურული და თავშეკავებული ტექნოკრატი, გახდა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც შეცვალა ბორის ელცინი, ადამიანი, რომელიც ტემპერამენტით სრულიად საპირისპირო იყო. ვლადიმერ პუტინი, კგბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც აირჩია ელცინმა თავის პრემიერ-მინისტრად, შევიდა იმ როლში, რომელსაც მას შემდეგ ასრულებს ამა თუ იმ ფორმით.

1999 წლის ახალი წლის ღამეს, დასავლეთში თითქმის ვერავინ და ალბათ ვერც თვით ვლადიმერ პუტინი, ვერ წარმოიდგენდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ ის ისევ საჭესთან იქნებოდა. პოსტ-საბჭოთა რუსეთი განიცდიდა ფართომასშტაბიან გარდაქმნებს და განიცდიდა სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებს. შანსი, რომ გამოუცდელი პოლიტიკოსი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩენილიყო ხელისუფლებაში, არარეალური ჩანდა.

მან არჩევნებში გაიმარჯვა, რაც დაადასტურა კიდეც თავისი პრეზიდენტობით. გაიმარჯვა ხალხის მხარდაჭერის ტალღაზე, რომელსაც მიაღწია ნაწილობრივ იმით, რომ დაუნდობლად ჩაახშო აჯანყება ჩეჩნეთში. პირველ რიგში, მან გააკეთა ის, რაც რუსებს ყველაზე მეტად სურდათ იმ ქაოსის შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა: მან მიაღწია სტაბილურობას და კეთილდღეობას. მან ფრთები შეაჭრა ძლიერ რეგიონულ გუბერნატორებს, ხოლო ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ნავთობის მაღალმა ფასებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ვითარდებოდა (თუმცა აქტივები რამდენიმე ოლიგარქის ხელში იყო, რომლებიც სარგებელს იღებდნენ), ვლადიმერ პუტინი კეთილად იყო განწყობილი  დასავლეთის მიმართ. რაღაც მომენტში ნატოში გაწევრიანებაზეც კი ფიქრობდა. როგორც დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერ მალკოლმ რიფკინდი ადასტურებს, მან ეს 1990-იანი წლების შუა პერიოდში შესთავაზა.

ეს იყო გამოტოვებული შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც ნავთობის ფასები დაეცა და ეკონომიკა დაიშალა, ვლადიმერ პუტინმა შეიძინა კრემლის ტრადიციული ლიდერის თვისებები, რაც გამოიხატა დასავლეთის მიმართ უკმაყოფილებაში იმის გამო, რომ თითქოსდა ის რუსეთს ზემოდან უყურებს და ერევა მისი გავლენის სფეროებში.

შემდეგში რუსეთი ჩაერია ევროპულსა თუ ამერიკულ პოლიტიკაში. ის თამამად ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის ანტიდასავლურ კამპანიაში. შეიჭრა საქართველოში, შემოიერთა ყირიმი, მოახდინა დესტაბილიზაცია უკრაინაში და სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ყველგან კლავდა მის მტრებს, იმის და მიუხედავად, თუ ვინ იყო მის გზაზე, მაგალითად, სოლსბერში. ამრიგად, პუტინმა შეინარჩუნა პოპულარობა, როგორც ”მკაცრი ბიჭი” თავის ქვეყანაში, ხოლო ქვეყნის გარეთ სიძულვილსა შიშს თესავდა.

ხელისუფლებაში მოსული ვლადიმერ პუტინი პირველ ხანებში ბაძავდა დასავლეთის ლიდერებს რათა მათ დამსგავსებოდა, მაგრამ სულ მალე ის იქცა ძველმოდური რუსეთის ავტორიტეტულ ლიდერად. თეორიულად, მან თანამდებობა უნდა დატოვოს 2024 წელს, მაგრამ არ ტოვებს რაიმე დატოვების სურვილის ნიშანს. ამავე დროს, ეკონომიკა სუსტია და მილიონობით რუსი კვლავაც სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, რადგან სიმდიდრე რჩება რამდენიმე რჩეული ადამიანის ხელში.

საპროტესტო მოძრაობები იზრდება. ადრე თუ გვიან, ვლადიმერ პუტინის წარმატებებიც კი დასრულდება.

თარგმნა paqtebi.ge

წყარო

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ