The beatles და მუსიკალური რევოლუცია

0
234
BEATLES 1966 Paul McCartney, Ringo Starr, John Lennon and George Harrison at Top Of The Pops

დღეს ჩვენ ახალ რუბრიკას ვიწყებთ, სადაც მოგიყვებით მსოფლიო თუ ქართველი ხელოვანების შესახებ, რომლებმაც საკუთარი სფერო განვითარების სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანეს.

”რევოლუცია” ამ სიტყვის გაგონების ყველას ეშინია, რეალურად კი რევოლუცია გულისხმობს რაღაც ცუდის უკეთესით შეცვლას, სწორედ რევოლუციონერი ხელოვანებიდან ერთ-ერთზე მოგითხრობთ დღეს.

1960 წელს გამოჩნდა ახალი პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი The Beatles, რომლის თითოეული წევრი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ჩაცმის სტილითა თუ მუსიკალური ტემბრით, სწორედ ეს განსხვავებულობა ქმნიდა მათ, როგორც გამორჩეულ და დასამახსოვრებელ არტისტებს. მათი პერფორმანსები იმ დროისათვის უჩვეულო და სიახლის მანიშნებელი იყო, საზოგადოება თავიდან კრიტიკულად უყურებდა მათ გამოსვლებს, თუმცა საბოლოო ჯამში ბითლზმა შექმნა მუსიკის სრულიად ახალი ისტორია, აქამდე არარსებული და გასაოცარი.

1962 წლისთვის,  ჯგუფი შედგებოდა შემდეგი წევრებისან :

  1. ჯონ ლენონი – ვოკალი, გიტარა
  2. პოლ მაკარტნი – ვოკალი, ბასგიტარა
  3. ჯორჯ ჰარისონი – ვოკალი, გიტარა
  4. პიტ ბესტი – დასარტყამი ინსტრუმენტები.

1965 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარი ბრიტანეთის იმპერიის ორდენებით დააჯილდოვა. ფილმმა „დაე ასე იყოს“ ოსკარის 1971 წლის ცერემონიაზე მიიღო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის. The Beatles-ს მიღებული აქვს შვიდი გრემი და 15 აივორ ნოველოს ჯილდო.

როგორც მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ჯგუფს, The Beatles-ს გაყიდული აქვს 600 მილიონი და (EMI-ს თანახმად) მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი დისკი. ჯგუფის ოთხივე წევრი შეყვანილია Time-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. 2014 წელს ჯგუფს მიენიჭა გრემის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.

ბითლზმა უდიდესი გავლენა იქონია როგორც მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე, ასევე კონკრეტულ შემსრულებლებზეც. მრავალი ცნობილი ადამიანი თავის დროზე იყო და ბევრი ახლაც არის ბითლომანი. მათ შორის იყვენენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორების არიან ჯგუფ „ქუინის“ ლიდერი ფრედი მერკური, ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტი კურტ კობეინი, ჯგუფ „Electric Light Orchestra“-ს ლიდერი ჯეფ ლინი და სხვ. აურაცხელია „ბითლზის“ სიმღერების სხვა ცნობილ თუ არაცნობილ შემსრულებელთა მიერ ჩაწერილი და კონცერტებზე შესრულებული ვერსიების რაოდენობა. 

ბითლზის ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა revolution-ია, რომელშიც კარგად ჩანს ჯგუფის ხასიათი, დამოკიდებულება, იდეა და მისია. “თქვენ ამბობთ, რომ რევოლუცია გსურთ,
კარგად იცი ჩვენ ყველას გვინდა სამყაროს შეცვლა”- ასე იწყება ლეგენდარული ჯგუფის გამორჩეული მუსიკა, სწორედაც, რომ ასე მათ შეძლეს და მოახდინეს მუსიკაში რევოლუცია.
ისინი იყვნენ გამორჩეულები, ინდივიდუალურები, სახასიათოები და საინტერესოები არა მხოლოდ ხარისხიანი მუსიკის გამო, არამედ სტილის და იმიჯის გამოც, რომელიც მათი მთავარი სავიზიტო ბარათი იყო პროფესიონალიზმთან ერთად.

 ვანო გომურაშვილი
http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ