პოლიტიკა

SOVA NEWS: თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა

SOVA NEWS-ის ცნობით, თბილისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თუმცა, ფონდის «რუსული სამყარო» ვებგვერდზე, რომელიც ამ ცენტრების სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობას უზრუნველყოფს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში მდებარეობს.

ცენტრის გახსნა აბაშიძე-კარასინის პრაღაში ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ მედიასთან დააანონსა.

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება.

წყარო:ტაბულა

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო სხდომა «ქართული ოცნების» ოფისში-სხდომას ბიძინა ივანიშვილი უძღვება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

«უპრეცედენტო ნაბიჯი და სილა პირადად ბიძინა ივანიშვილს! ევროპარლამენტმა ოცნების მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო»

დატოვე კომენტარი