სკანდალი

SOS — რას ასწავლიან ქართულ სკოლებში?!

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო ქართულ სკოლებში მოქმედ სახელმძღვანელოსი, სადაც ნათლად ჩანს თუ რას ასწავლიან სკოლის მოსწავლეებს. ამ ფაქტმა გააღიაზიანა ბევრი ჩვენი თანამემამულე, რომელთა შორის არის გივი ქარჩავა.

«ეს არის ამონარიდი საქართველოს სკოლებში მოქმედი სახელმძღვანელოდან (სავარაუდოდ ქართული ენა, ან ისტორია, არ ვიცი სამწუხაროდ).ამ გვერდზე, წითლად შემოხაზული ნაწილი არის ფაშიზმისა და ეთნოცენტრიზმის ნათელი გამოვლინება, უკეთესს ვერ ინატრებ კაცი. ანუ, ქართული სახელმწიფო სვან, მეგრელ და ლაზ ბავშვს ეუბნება, რომ ენა, რომელზეც ისინი მეტყველებენ, ენა არაა, არამედ «კუთხური მეტყველებაა». არაფერს ვიტყოდი, «კუთხურ მეტყველებას» მავანი იმისთვის არ იყენებდეს, რომ როგორმე დააკნონოს ეს ენები. და მეორე, ყველაზე უარესი — ქართული სახელწმიფო ბავშვს სკოლაშივე ეუბნება, რომ მისი ენა, რომელიც ქართულის ტოლია ასაკით (და ხშირ შემთხვევაში უფრო ძველიც), სინამდვილეში კუთხური მეტყველებაა და მასზე საუბარი საზოგადოებაში მიუღებელია!
ფაშიზმი თქვენ რა გგონიათ? სვასტიკიანი დროშებით სირბილი და ჰიტლერის გაღმერთება? არა. აი, ესაა ფაშიზმი. ესაა ავტორიტარიზმის უზადო გამოვლინება, რომლის შემქნას ესწრაფვის ამ ქვეყნის ფსევდოეროვნული «ინტელიგენცია» და ეკლესია. ეს არის რუსული იმპერიული პოლიტიკის განსხეულება ამ პატარა ქვეყანაში — რასაც საქართველო გამოექცა, ახლა თვითონ ცდილობს იგივეს გაკეთებას რაღაც აბსურდული ეროვნულობის მოტივით, რომ ენობრივი ასიმილაციის მანქანა უფრო დიდი ძალით აახრიგინოს და ბავშვებს სათავეშივე ჩაუნერგოს, რომ მათი მშობლიური ენები, არქაული ჟღერადობით სავსე მეგრული, სვანური და ლაზური ენები დავიწყებას მისცენ, რადგან ისინი მიუღებელია საზოგადოებაში. და ამით ეს სახელმწიფო ცდილობს მიიღოს მონოლინგუალური საზოგადოება, რითიც შეამცირებს «რისკებს» (ანუ, ჩვენ, მეგრულად, სვანურად და ლაზურად მეტყველი ხალხი «რისკი» ვართ ამ სახელმწიფოსთვის). ამაზე მეტად შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს? ამაზე უფრო როგორ უნდა დაგასაქმოს სახელმწიფომ თავზე?

ვერ მიიღებთ იმას, რაც გწადიათ.
ვერ მოსპობთ ვერავის და ვერაფერს ამ სახელმწიფოში.
პირიქით იქნება — ჩვენ მოვსპობთ ამ სახელმწიფოში ფაშიზმს, ეთნოცენტრიზმს, ფსევდოეროვნული ინტელიგენციის ბოგინსა და ფალსიფიცირებული ისტორიით მასების მართვას.» — წერს გივი ქარჩავა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ხულოსა და ხაშურში მეტრო გაიყვანეს ?

Joni Kvaracxelia

სკანდალი: გიორგი ქობულია დუმილს არღვეს და საუბრობს, თუ როგორ აიძულებდნენ თანამდებობის დატოვებას(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

იაროსლავ სუმბაევის ექსტრადაცია ხვალ იგეგმება!

დატოვე კომენტარი