კრიმინალი

Skygirls-ში მომხდარი ფაქტის გამო 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი – 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ვიდეო კადრები

პოლიციამ ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო(ვიდეო)

სასწრაფოდ! თბილისში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს-შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

დატოვე კომენტარი