სხვადასხვა

paqtebi.ge- ს წარმომადგენლების შეხვედრა ლიეტუვის საელჩოში

დღეს შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლიეტუვის ელჩის მოადგილე ქალბატონ შარუნე კუბილიუტესა და ჩვენი საინფორმაციო საანგეტოს, paqtebi.ge- ხელმძღვანელობას, თამარ ქუთათელაძე და ჯონი კვარაცხელიას შორის. შეხვედრაზე, პორტალის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. ასევე paqtebi.ge-ს მომავლის გეგმებზე. საუბარი შეეხო ასევე დეფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას და საზღვრისპირა მცხოვრებ ხალხთა ყოფას. უყურადღებოდ არ დარჩენილა ორ ქვეყანას შორის მეგობრული თუ სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობაც, სამომავლო თანამშრომლობა ჩვენს გუნდსა და ლიეტუვის საელჩოს შორის.
ქალბატონმა შარუნემ ხაზი გაუსვა და მადლობა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მათგან საელჩოს მიმართ ინტერესის გამოხატვაზე. სურვილი გამოთქვა მომავალში paqtebi.ge-სა და ლიეტუვის მასმედიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე რასაც მიესალმნენ სტუმრებიც.
შეხვედრა თბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გარდაიცვალა საუკეთესო მთარგმნელი, პოეტი, მკვლევარი და მოაზროვნე, დავით წერედიანი

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიცილმა შს მინისტრს?

«რუსთავი2»-ზე დარჩენილი  ნიკა არაბიძე ახალ შოუს იწყებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი