დღეს, “ახალ ლიდერთა ინიციატივის” (NLI) რეგიონალურმა გუნდმა იმერეთში, რომლის ხელმძღვანელიცაა ბაქარი ახობაძე, ბაღდათში გამართეს სამგლოვიარო აქცია იმ სახლთან სადაც რამდენიმე დღის წინ საშინელი ტრაგედია მოხდა. ახალგაზრდებმა იმერეთიდან დაანთეს სანთლები იმ სახლის წინ, რომელშიც მოხდა ტრაგედია. პარალელურად სოლიდარობის აქცია გამართეს აბაშაში “Nli” გუნდმა.
შეგახსენებთ რომ 3 დღის განმავლობაში იმართებოდა “ახალ ლიდერთა ინიციატივის” მეშვეობით საგანამანათლებლო კურსი, იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც მონაწილეობდა 80 მდე სტუდენტი,რომლის ფარგლებშიც ლექცია ჩაატარა უამარავმა ცნობილმა პედაგოგმა. ტრენინგების მონაწილე ახლაგაზრდებს სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შემდეგი კურსები “Nli” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გაიმართება უკვე აჭარაში.
ვიდეო: