საინტერესო

Nishiyama Onsen Keiunkan — უძველესი სასტუმრო მსოფლიოში

მსოფლიოს უძველეს სასტუმროს 1311 წლის მანძილზე ერთი დინასტიის 52 თაობა მართავდა. ეს არის ნამდვილი ოჯახური ბიზნესი.

რაც შეეხება ოჯახის მემკვიდრეობას, ფუჯივარა მაჰიტო, რომელმაც დააარსა სასტუმრო Nishiyama Onsen Keiunkan იამანაშის პრეფექტურაში 705 წელს, მას შემდეგ მართავენ მისი მემკვიდრეები. გასაკვირი არ არის, რომ სასტუმრო გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც მსოფლოისში უძველესი.


საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ველურ ბუნებაში. ახლომდებარე ატრაქციონები — მთა ფუჯი და ჯიგოკუდანის მაიმუნების პარკი — შესაბამისად, მისგან ორნახევარი და თითქმის ოთხი საათის მანძილზეა. ისტორიული შენობის 35 ოთახი მასპინძლობდა მრავალფეროვან სტუმარს — პოლიტიკოსებიდან დაწყებული სამურაებითა და სამხედრო მეთაურებით დამთავრებული.

ფუჯივარა მაჰიტო იყო იმპერატორ ტენჯის თანაშემწე მეშვიდე საუკუნეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მმართველი ოჯახი სასტუმროში დარჩა. სასტუმრო განსაკუთრებით პოპულარული გახდა ომის დროს, რადგან ის იყო შესანიშნავი ადგილი ძალებისა და ჯანმრთელობის აღსადგენად. აქ ბევრი წყაროა, რომელთაგან წყალი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს კუნთებზე და ცნობილია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.

დღეს, სასტუმრო რჩება პოპულარულ ატრაქციონად ტურისტებისთვის, რომელთაც სურთ განიცადონ ავთენტური ატმოსფერო და ცხელი წყლები. უფრო მეტიც, ახალი ჭაბურღილი, რომლის სიღრმე 888 მეტრია , გახდის კურორტს მიმზიდველად წუთში ყველაზე მეტი წყლის გამომუშავებით.

არსებობს ოთხი ღია აბანო, რომლებიც გადაჰყურებენ მთიან შემოგარენს, ასევე ორი შიდა, უფრო დაცულია ბუნებრივი მოვლენების გავლენისგან.

ბოლო განახლებები განხორციელდა 1997 წელს, მაგრამ სინამდვილეში, ტრადიციული ფუნქციონირება დიდად არ შეცვლილა. ისინი სხედან აქ იატაკზე ტატამზე (ტრადიციული ფარდაგები), აკეთებენ შეკვეთებს კაიზეკიდან (დეგუსტაციის მენიუ კერძების ფართო არჩევანით). სტუმრებს ეძლევათ ტრადიციული ტანსაცმელი და ისინი გარე ფეხსაცმელს ი[დიან შენობაში შესვლისას. Wi-Fi კი აქ ნამდვილად არ არის.

თუმცა, ფასი საკმაოდ თანამედროვეა. ორადგილიანი ნომრისთვის ერთი ღამით (ფასში შედის საუზმე და ვახშამი) თქვენ უნდა გადაიხადოთ 34.7 ათასი იენიდან ($ 265).

Loading…

მსგავსი პოსტები

ეგვიპტეში პირველად გახსნეს სარკოფაგი 2500 წლის მუმიით. Რა იყო შიგნით?

Joni Kvaracxelia

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა

ლომს გული გაუსკდა

დატოვე კომენტარი