სხვადასხვა

NDI — მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემური საკითხი კვლავ აქტუალურია, მათ შორის, სასამართლოს ძალაუფლების გამოყენება. თუმცა საუბარია პოზიტიურ მხარეებზეც, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდასა და მეტწილად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. «არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. თავის მხრივ, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის», — ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებებში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს. შეგახსენებთ რომ NDI -ის ანგარიში (Georgia Election Watch) 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ მიტჩელის ხელმძღვანელობით NDI-ის დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში

რა მოხდა თბილისის მეტროში?-მეტროსადგურ»ახმეტელამდე» მატარებლები მისვლას ვერ ახერხებდნენ

Joni Kvaracxelia

თბილისი-სენაკის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

დატოვე კომენტარი